ტომ. 41 (2021)
XX საუკუნის ლიტერატურა

რომანი – აპოკალიფსური დროის მეტაფორა

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Documentary Prose,
  • Stephane Kasradze,
  • Georgia in the 1920s

როგორ უნდა ციტირება

კვატაია მ. (2021). რომანი – აპოკალიფსური დროის მეტაფორა. ლიტერატურული ძიებანი, 41, 102–110. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.102-110

ანოტაცია

 

დოკუმენტური პროზა განისაზღვრება, როგორც განსაკუთრებული ლიტერატურული ჟანრი, რომელიც სიუჟეტს რეალურ მოვლენებზე აგებს, მხატვრული გამონაგონის სეგმენტების ჩასმით. ჟურნალისტური ტექსტის თუ სამეცნიეროისტორიული გამოკვლევისაგან განსხვავებით, იგი გამოირჩევა მოვლენათა დინამიკის ჩვენებით, ეპოქის ცოცხალი სურათების, ადამიანთა ფსიქოლოგიური პორტრეტების წარმოდგენით. ამგვარ თხზულებებში ფართოდ გამოიყენება პუბლიცისტური სტილი. „დოკუმენტური პროზის“ პარალელურ ტერმინად ბოლო ათწლეულებში გამოიყენება „ნონფიქშენი“ (Non-Fiction – „არაგამონაგონი“), რომელიც ლიტერატურის ყველა ნაირსახეობას აერთიანებს. ლევან ბრეგაძის თქმით, თანამედროვე ქართული პროზის სახეს „ნონფიქშენი“ განსაზღვრავს.