ტომ. 41 (2021)
XX საუკუნის ლიტერატურა

“მზის კაცი”(მირზა გელოვანის ფრონტული ლექსები)

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Mirza Gelovani,
  • Front-lyne Lyrics,
  • Lost Generation

როგორ უნდა ციტირება

ჯოხაძე მ. (2021). “მზის კაცი”(მირზა გელოვანის ფრონტული ლექსები). ლიტერატურული ძიებანი, 41, 126–142. Retrieved from https://literaryresearches.litinstituti.ge/index.php/literaryresearches/article/view/3369

ანოტაცია

 

გრიგოლ რობაქიძე რუსულ ჟურნალში გამოქვეყნებულ ერთ წერილში (“ლექსები ომზე”) იმ პერიოდის გამოჩენილი პოეტების (ს. მაკოვსკი, ვ. ბრიუსოვი, ო.მანდელშტამი, გ. ივანოვი და სხვები) ომზე დაწერილი ლექსების განხილვისას აღნიშნავს, რომ ეს ლექსები ცივი, მოსაწყენი, მექანიკური და უსულოა. მარტივი რითმებითა და რიტმებით სავსე ამ ლექსებს არაფერი აქვთ საერთო ნამდვილ პოეზიასთან, ლირიკასთან; მათში არა მხოლოდ დათრგუნულობა, ერთგვარი მოშვებულობაც იგრძნობაო (გამონაკლისად მხოლოდ ანა ახმატოვას ლექსებს მიიჩნევს).

“რა მოხდა?” – კითხულობს წერილის ავტორი და დაასკვნის: “აი, რა მოხდა: თანამედროვე ომი ისეთი გრანდიოზული მოვლენაა, რომ თვით გენიოსი-ტიტანების სისხლძარღვებსაც კი არ შეუძლია მისი დატევნა. ამიტომ არც ისაა გასაკვირი, თუკი დასახელებულმა პოეტებმა ომი ძირეულად, საფუძვლიანად, ბოლომდე ვერ გადახარშეს. მეორეს მხრივ კი, გაქრა პოეზიისადმი რწმენა, რწმენა პოეტებისადმი, როგორც ქურუმებისადმი, ასეთები სამყაროში ახლა ცოტანიღა არიან, ხოლო ეს ცოტანი ჯერჯერობით დუმან. ასეთ დროს ნამდვილად სიჩუმე სჯობია, ვიდრე ამგვარი ლექსების წერა”.