XIX საუკუნე: ეპოქა და ლიტერატურა
გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Kazbegi,
- Archive,
- Biography,
- “Khevisberi Gocha”
როგორ უნდა ციტირება
ზარდიაშვილი ე. (2021). ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიის ანარეკლი „ხევისბერ გოჩაში“. ლიტერატურული ძიებანი, 41, 77–49. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.77-49
ანოტაცია
ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე როცა ვიწყებ საუბარს, ყოველთვის მახსენდება გიორგი ლეონიძის ფრაზა – მწერლის პირადი ცხოვრება არის საფუძველი მისი შემოქმედებისაო. არ მეგულება მწერალი, რომელსაც ეს სიტყვები ისე მიესადაგებოდეს, როგორც ყაზბეგს. სწორედ მისი უცნაური ცხოვრება გახდა განმსაზღვრელი მისივე შემოქმედებისა. თვითონაც გრძნობდა ამას და სანამ რომელიმე ჩვენგანი იტყოდა, დაასწრო ყველას და დაწერა: „საკვირველს ბედზედა ვარ გაჩენილიო“.