ტომ. 41 (2021)
ქართული სასულიერო-საეკლესიო მწერლობა

ვნების პარასკევის საკითხავის რეცეფციისათვის ძველ ქართულ მწერლობაში

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Sulkhan-Saba Orbeliani,
  • David Guramishvili,
  • Motif of Pieta

როგორ უნდა ციტირება

მეტრეველი ს. (2021). ვნების პარასკევის საკითხავის რეცეფციისათვის ძველ ქართულ მწერლობაში. ლიტერატურული ძიებანი, 41, 30–43. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.30-43

ანოტაცია

 

ღვთისმშობლის მიერ ჯვარცმული ქრისტეს დატირება მარადიული თემაა მსოფლიო ქრისტიანული ხელოვნებისა. საკმარისია ვახსენოთ გვირგვინი – მიქელანჯელოს მიერ 1498-1499 წლებში შექმნილი შედევრი „პიეტა“ ან ჩამოვთვალოთ დიდი მხატვრები (ბოტიჩელისა და დიურერის „ქრისტეს დატირება“; ანდრეა მანტენიასა და პიეტრო პერუჯინოს „მკვდარი ქრისტე“), მუსიკოსები (თუნდაც იოჰან სებასტიან ბახი, რომლის პასიონებიდან აღსანიშნავია `ქრისტეს ვნებანი”, მათეს პასიონი, სიმინორული მესიდან – გუნდი Crucifixus~15 ქრისტეს ჯვარცმის შესახებ). მწერლები კი საუკუნეების განმავლობაში უბრუნდებოდნენ და აღწერდნენ გოლგოთის მისტერიის სცენებს – კაცობრიობისაგან ღმერთის სიკვდილით დასჯას, როგორც „ცისა და მიწის ისტორიაში უდიდეს ამბოხებას“.