გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Annexation of the Principality of Abkhazia,
- Mikheil Sharvashidze’s family,
- Babo Sharvashidze,
- Memoires
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
მემუარები მწერლობის ერთ-ერთი უძველესი ჟანრია. ის ანტიკურ სამყაროში პოვებს დასაბამს (მაგალითად, ქსენოფონტე სოკრატეზე), თუმცა, ჟანრის `სიწმინდის~ თვალსაზრისით, მის აღმოცენებას აღორძინების ხანას უკავშირებენ.
ალბათ იშვიათია ჟანრი, მემუარებზე ნაკლები ფერისცვალება რომ განეცადოს. მტკიცეა მემუარებისადმი ცხოველი ინტერესი, რაც დღესდღეობითაც არ განელებულა.
არის მემუარებში რაღაც – ანდამატივით მიმზიდველი – სრულიად განსხვავებულ, ნაირგვარ ინტერესთა მქონე მკითხველთათვის. ჩანს, ეს თვითმხილველის, წარსულის ამბების უშუალო თანამონაწილის დაკვირვებული თვალია. თუ ეს თვალი დიდი მწერლისაა, მემუარები ხშირად სიტყვაკაზმული მწერლობის უსაჩინოეს ძეგლებს უტოლდება. ამ მხრივ არც ქართული მწერლობაა გამონაკლისი.