გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Levan Gotua,
- KGB Archives,
- Political Repressions
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
მეოცე საუკუნის ბოლშევიკური რეპრესიები უამრავ ქართველ მწერალსა და კულტურის მოღვაწეს შეეხო, თუმცა მათშიც კი გამორჩეულია ლევან გოთუას სახელი. 1905 წლის 25 თებერვალს (ახ. სტილით 10 მარტს) თბილისში, ცნობილ ოჯახში (მამამისი პართენ გოთუა მრავალმხრივი მოღვაწე იყო: პედაგოგი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ეროვ-ნულ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი) დაბადებული მომავალი მწერალი სულ 15 წლისა იყო, როცა პირველად დააპატიმრეს. 1921 წელს 16 წლის ლევან გოთუაც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ხდება და ამ დროიდან სიცოცხლის ბოლომდე უპირისპირდება საბჭოთა სისტემას – თავიდან აქტიური პროტესტით, მოგვიანებით კი თავისი მკვეთრად ეროვნული პოზიციით, რომელიც მხატვრულ სიტყვაში გადაიტანა და ისე ამბობდა სათქმელს.