გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Arts,
- History,
- Novel
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
მომიტევონ ქართველმა ფილოლოგებმა, ხშირად კი მიფიქრია და წამომცდენია კიდეც – წაუკითხავი არის-მეთქი ჩვენი მწერლობა. რაღა თქმა უნდა, იმას როდი ვგულისხმობ, ქართველ მგოსანთა თუ პროზაიკოსთა წიგნებში არავის ჩაუხედავსო; მგონია კი, რომ მეტისმეტად ხშირად ან წმინდა აღწერითი ნაშრომები იბეჭდება, ან კიდევ ოდესღაც კრიტიკოსთაგან ცხელ კვალზე გამოთქმული, გარდუვალად დროის ვითარებით დაღდასმული მოსაზრება-შეფასებების გარდათხრობას ვჯერდებით. არადა, თუ „ახალი თვალით“ შევხედავთ, არაერთ ლექსსა თუ მოთხრობას, ყოველგვარი „დეკონსტრუქციის“ გარეშე უამრავს რასმე შევიტყობთ, „წმინდა“ ლიტერატურული, გინდა სხვა თვალსაზრისით. ვგონებ, ასეთი „არაინტერპრეტირებულობის“ გამოა, ბევრი ღირსშესანიშნავი ნაწარმოებიცა და ხელოვანიც (თუნდაც არაერთგზის გამოცემული) ქართული კულტურული თვითცნობიერების მიღმა თუ არა, მის განაპირას რჩება. განა მათი სათანადო ადგილი აქვთ მიჩენილი, მაგალითებრ, ვასილ ბარნოვსა ან ნიკო ლორთქიფანიძეს, ლეო ქიაჩელსა ან სერგო კლდიაშვილს?