ლიტერატურის თეორიის საკითხები
გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Artistic Realism,
- ,,Sweet New Style”,
- Proto-Renaissance,
- The Late Middle Ages,
- An Epic Poem
როგორ უნდა ციტირება
ბიგანიშვილი თ. (2021). მხატვრული რეალიზმი – შემოქმედებითი მეთოდი (დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით). ლიტერატურული ძიებანი, 41, 192–207. Retrieved from https://literaryresearches.litinstituti.ge/index.php/literaryresearches/article/view/3374
ანოტაცია
რენესანსისა და შუა საუკუნეების მიჯნა ესთეტიკური სტანდარტების თანდათანობითი ცვლილებით გამოიკვეთა. გვიანი შუა საუკუნეების ლიტერატურის სტილი ანტიკური ეპოქის მხატვრულ ფორმებთან არის შერწყმული. მასში თავისუფლად დაიძებნება ანტიკური ძეგლებისთვის დამახასიათებელი მხატვრული კატეგორიები, სტილისტური ფიგურები, რიტორიკული ხერხები, ანტიკური პოეზიისთვის დამახასიათებელი ტკბილხმოვანება და რიტმი. თუკი აღნიშნული ტენდენცია გვიანი შუა საუკუნეებისთვის ფარული, ერთგვარად გაუცნობიერებელი, ინერციული პროცესის ხასიათს ატარებდა, პროტორენესანსში ის უკვე მიზანმიმართულ კულტურულ პროცესად იქცა, რაც სიტყვაკაზმულ ხელოვნებაში მხატვრული რეალიზმის ფორმით გამოვლინდა.