გამოქვეყნებული 2021-12-20
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
ჟურნალ „ლიტერატურული ძიებანის“ წინა ნომრებში დაიბეჭდა ჩვენი სამეცნიერო წერილების სერია, რომელშივ მიმოვიხილავდით ქართული ლიტერატურის სისტემატიზაციის და პერიოდიზაციის ისტორიას. ამჯერად მკითხველის ყურადღებას გავამახვილებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მიმდინარე ლიტერატურული პროცესების გიორგი წერეთლისეულ შეფასებაზე და სისტემატიზაციის მისეულ პრინციპებზე.
ქართული მწერლობის სისტემატიზაციის და პერიოდიზაციის შესწავლის საერთო კონტექსტში გიორგი წერეთელის მიდგომის სპეციფიკა საგრძნობლად განსხვავდება ჩვენ მიერ განხილული მოდელებისაგან. წერეთელის წერილი –„კიტა აბაშიძე და „ჩვენი ახალგაზრდობა“ (გაზ. „კვალი“ 1897 წლის №46) – კრიტიკული გამოხმაურებაა კიტა აბაშიძის სტატიაზე „ცხოვრება და ხელოვნება (ჩვენი ახალგაზრდობა)“. ამ პოლემიკისას გამოთქმულ ურთიერთსაპირისპირო და ზოგ შემთხვევაში ძალზე სუბიექტურ მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარის ქართული მწერლობის სისტემატიზაციის ისტორიისათვის.