ტომ. 41 (2021)
ქართული საერო და საკარო მწერლობა

„ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველებითი პერსპექტივები ვახტანგ VI-ის პოეზიაში

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Vepkhistqaosani,
  • Vakhtang VI,
  • Worldview,
  • Tropological Perspectives

როგორ უნდა ციტირება

კარიჭაშვილი ლ. (2021). „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველებითი პერსპექტივები ვახტანგ VI-ის პოეზიაში. ლიტერატურული ძიებანი, 41, 61–69. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.61-69

ანოტაცია

 

რუსთველოლოგიის ფუძემდებლისა და „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამომცემლის, ვახტანგ VI-ის, არა მხოლოდ სამეცნიერო შრომა („თარგმანი ვეფხისტყაოსნისა“) და კულტურულ-პრაქტიკული მოღვაწეობა, არამედ მისი ორიგინალური შემოქმედებაც ცხადყოფს ღრმა ცოდნასა და სიახლოვეს რუსთაველის მხატვრულ სამყაროსთან. იმ საგულისხმო სიახლეებთან ერთად, რომლებიც ვახტანგის შემოქმედებაში იჩენს თავს, თვალსაჩინოა გაგრძელება რუსთველური ტენდენციებისა როგორც მსოფლმხედველობრივი, ისე სახისმეტყველებითი თვალსაზრისით.