რეცენზირების პოლიტიკა
„ლიტერატურულ ძიებანში“ დასაბეჭდად წარმოდგენილი სტატიები ფასდება ანოინიმური რეცენზირების წესით. სტატიის შესაფასებლად ჟურნალის რედაქტორი ირჩევს ორ რეცენზენტს (სხვა სამეცნიერო ცენტრიდან) და უგზავნის მათ სტატიას განსახილველად. რეცენზენტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
რეცენზენტი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და ობიექტურობა. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში რეცენზენტმა უნდა აცნობოს ჟურნალის რედაქტორს და სარედაქციო კოლეგიას. რეცენზენტი სტატიას აფასებს წინასწარ შემუშავებული „შეფასების კრიტერიუმების“ მიხედვით, ურთავს კომენტარს და ადასტურებს ხელმოწერით. სტატია იბეჭდება იმ შემთხვევაში, თუ ის დააგროვებს 60-იდან მინიმუმ 40 ქულას.
იმ შემთხვევაში თუ სტატია დადებითად არის შეფასებული, მაგრამ რეცენზენტს აქვს გარკვეული შენიუშვნები, ტექნიკური რედაქტორი მიმართავს ავტორს, წერილობით აცნობს რეცენზენტის რეკომენდაციებს, რათა სათანადო ცვლილებების შეტანის შემთხვევაში სტატია ხელახლა წარმოადგინოს.