სარედაქციო პოლიტიკა
რედაქტორი: ხელმძღვანელობს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას, ხელმძღვანელობს ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას, ანაწილებს ფუნქციებს სარედაქციო საბჭოს წევრებსა და ჟურნალის სხვა პერსონალს შორის, თითოეული სტატიისთვის განსაზღვრავს რეცენზენტებს, წარმოადგენს ჟურნალს მესამე პირებთან ურთიერთობაში. რედაქტორი ვალდებულია შექმნას სამართლიანი გარემო, დაიცვას ანონიმური რეცენზირების ყველა წესი და შეინარჩუნოს რეცენზირების უმაღლესი სტანდარტები.
სარედაქციო კოლეგია:
განსაზღვრავს სტატიების აკადემიურ სტანდარტსა და სტატიების შერჩევის კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას, იძლევა თანხმობას ჟურნალში მოცემული სტატიების გამოქვეყნების შესახებ.
სარედაქციო საბჭო:
საბჭოს წევრები ეცნობიან ჟურნალის თემატიკას და გამოსაცემ სტატიებს, წარმოადგენენ საკუთარ მოსაზრებებს, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც გადაეცემა რედაქტორს ან/და სტატიის ავტორს.
პასუხისმგებელი მდივანი:
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მასალების დროულად და ხარისხიანად მომზადებას დასაბეჭდად; აკონტროლებს პუბლიკაციების მიღების განრიგის შესრულებას, ორგანიზებას უწევს ყველა ნაბეჭდი მასალის დროულ და ხარისხიანად მომზადებას და სტამბისთვის მიწოდებას გრაფიკის მიხედვით.