გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- Fantastic Fiction,
- Postmodernism,
- Reality,
- Inner Articulation
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
ადოლფო ბიოი კასარესის სახელი საერთაშორისო ლიტერატურათმცოდნეობაში ფანტასტიკური ჟანრის ახლებურ გააზრებას უკავშირდება. ჟანრული სიახლეებისთვის თეორიული საფუძველი იკვეთება ბორხესის წინასიტყვაობაში, რომელიც კასარესის რომანს „მორელის გამოგონებას“ უძღვის წინ ბორხესი კასარესის ნაწარმოებს „სრულყოფილ რომანს“ უწოდებს და მას ესპანურენოვან ლიტერატურაში ახალი ფანტასტიკური ჟანრის დასაწყისად მიიჩნევს. 1940 წელს დაწერილი წინასიტყვაობა ეპოქის პარადიგმის ცვლილებას ეხმიანება და ერთგვარი ლიტერატურული მანიფესტის სახეს იძენს (ლიტერატურული ანალიზისა და თეორეტიზირებისათვის ბორხესი ხშირად იყენებს წინასიტყვაობის ფორმატს).