ტომ. 41 (2021)
XX საუკუნის ლიტერატურა

მოდერნისტული ესთეტიკა და შიო არაგვისპირელის პროზა

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Modernism,
  • Symbolism,
  • Expressionism,
  • Pessimism,
  • A de-heroized man

როგორ უნდა ციტირება

კუტივაძე ნ. (2021). მოდერნისტული ესთეტიკა და შიო არაგვისპირელის პროზა. ლიტერატურული ძიებანი, 41, 111–118. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.111-118

ანოტაცია

 

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა და ფილოსოფიურმა კონცეფციებმა არსებითად განსაზღვრა ახალი – მოდერნისტული ესთეტიკის ჩამოყალიბება. ღმერთის არსებობაში დაეჭვებულ, უზარმაზარ სამყაროში საყრდენის გარეშე დარჩენილ ადამიანს საყოველთაო შიში დაეუფლა და სკეპსისმა შეიპყრო. შესაბამისად, მოდერნისტულმა ხელოვნებამ სამყაროს აღქმის ახალი მოდელი შემოგვთავაზა. მისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებული აღმოჩნდა ადამიანის ცნობიერი თუ ქვეცნობიერი, წამიერი განცდანი და შთაბეჭდილებანი, უფრო ღრმა გრძნობები, დაფარული სულიერი შრეები, ხილულის უხილავი მხარეები და ა. შ.

ამ პერიოდის, და არა მხოლოდ ამ პერიოდის, ქართული კულტურა ცდილობს მისდიოს ევროპაში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებს, რაც მეტ-ნაკლები ინტენსივობით აისახება ამ პერიოდის ქართული მწერლობის განვითარებაზე. XIX საუკუნის 90-იანი წლების ქართულ ლიტერატურაში ასპარეზზე გამოდის მწერალთა ახალი თაობა, რომელთაც არაერთი საყურადღებო ტენდენცია შემოიტანეს ეროვნულ მწერლობაში. მათ შორისაა ქართული ფსიქოლოგიური ნოველის ერთერთ ფუძემდებლად მიჩნეული შიო არაგვისპირელი.