ტომ. 41 (2021)
XX საუკუნის ლიტერატურა

მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟთა პროტოტიპები

გამოქვეყნებული 2021-12-20

საკვანძო სიტყვები

  • Mikheil Javakhishvili, “Jaqo’s Dispossessed”,
  • Characters of “Jaqo’s Dispossessed”,
  • Prototypes of “Jaqo’s Dispossessed”

როგორ უნდა ციტირება

ცერცვაძე მ. (2021). მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ პერსონაჟთა პროტოტიპები. ლიტერატურული ძიებანი, 41, 90–101. https://doi.org/10.48614/lr.41.2021.90-101

ანოტაცია

 

მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა მრავალ პერსონაჟს ჰყავს პროტოტიპები, რომელთა ნაწილი უკვე ცნობილია. მწერლის პერსონაჟთა უტყუარი და სავარაუდო პროტოტიპები გამოვლენილია მკვლევართა და კრიტიკოსთა მიერ სხვადასხვა ლიტერატურულ-ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი: ცნობილი ემიგრანტი პოლიტიკური მოღვაწე, ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი (1846-1925) მოთხრობის „მიწის ყივილი“ პერსონაჟის ანდრო კაიშაურის პროტოტიპია; რომან „კვაჭი კვაჭანტირაძის“ პროტაგონისტის პროტოტიპად მოიაზრება ფინანსისტი, დიპლომატი ვასილ დუმბაძე (1881-1943); მოთხრობის „კურდღელი“ პერსონაჟის ფრიდონ დარაშვილის პროტოტიპია სახელგანთქმული ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი მიხეილ ასათიანი (1882-1938); „ქალის ტვირთის“ პერსონაჟის ზურაბ გურგენიძის პირველსახეა იოსებ სტალინი.