გამოქვეყნებული 2021-12-20
საკვანძო სიტყვები
- “Life of St. Nino”,
- Shatberdi-Chelishi edition,
- Motive of Crucifixion
როგორ უნდა ციტირება
ანოტაცია
წმ. ნინოს ცხოვრება“, როგორც არაერთგზისაა აღნიშნული სამეცნიერო ლიტერატურაში, ქართული ქრისტიანობისა და ქართული მწერლობის საფუძველთა საფუძველია. თავდაპირველ კვლევებში თხზულებას „ლეგენდებით“ („ზეპირის ან წერილობითის“), უცხო ავტორთა ცნობებით და თავად ავტორის „ფანტაზიით შევსებულად“, „შეზავებულად“ მიიჩნევდნენ. კ. კეკელიძის დასკვნით, თხზულებაში თავჩენილი ფაქტები „პირდაპირ ლეგენდურ-აპოკრიფული ხასიათისაა“ (კეკელიძე 1980: 531), „ეს ძეგლი უფრო ლიტერატურული ნაწარმოებია, ვიდრე ისტორიული. იმაში უფრო მეტად ჩანს პუბლიცისტიკური სულისკვეთება მისი ავტორისა, ვიდრე მკაცრი ისტორიული მეთოდი სერიოზული მემატიანისა“ (იქვე); ი. ჯავახიშვილის შეხედულებით კი „წმ. ნინოს ცხოვრებას“ „საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიის გამორკვევისათვის თითქმის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს“ (ჯავახიშვილი 1977: 109). მიუხედავად ამისა, სწორედ მზის დაბნელების ეპიზოდის მიხედვით ათარიღებდნენ ქართლის მოქცევას და თხზულების სხვა რეალიებითაც
განსაზღვრავდნენ და არკვევდნენ არაერთ ისტორიულ მოვლენას.