ჟურნალის შესახებ
„ლიტერატურული ძიებანი“ (ISSN : 0235-3776) არის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც ერთობლივად გამოიცემა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) მიერ. ჟურნალი ბეჭდურად გამოიცემა 1942 წლიდან და მოიცავს თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობისთვის აქტუალურ თემებსა და პრობლემებს, მნიშვნელოვან კვლევათა ჯერ გამოუქვეყნებელ შედეგებს.
ჟურნალის სამეცნიერო სფეროები და მიმართულებებია : ძველი ახალი და უახლესი ქართული და მსოფლიო მწერლობა, ფოლკლორი, ლიტერატურის თეორია, პოეტიკური კვლევანი, ტექსტოლოგია, საარქივო კვლევები, რეცენზია, Memoria, ახალი წიგნების მიმოხილვა.
ჟურნალის მისიაა ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია - ქართული ლიტერატურის სრულფასოვანი ჩართვა მსოფლიო ლიტერატურულ და კულტურულ პროცესებში. სტატიები იბეჭდება სამ (ქართულ, ინგლისურ, რუსულ) ენაზე, მასალების შერჩევა ხდება ანონიმური რეცენზირების წესით.